”გუშინ წააგე. ახალმა პოლიტიკურმა თაობამ ბეჭებზე დაგდო. ქალაქის მერმა გუშინ სახე დაკარგა. კახი კალაძე როცა ხარ, 7 ნოემბერზე და გირგვლიანის ტრაგედიაზე ჯობია გაჩუმდე, ტრაგედიიდან 2 წელი უსაპნოდ რომ უძვრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს, და მილებს, კანალიზაციას, სკვერებს მიხედო.”
ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რითაც შეაფასა თბილისის საკრებულოში კახა კალაძის გუშინდელი გამოსვლა.