ქუთაისში 3 ავტომობილი გაქურდეს. სადისტრიბუციო კომპანიის ეზოში უცნობმა პირებმა ავტომობილების ეზოში არსებული ავტომობილების მინები ჩაამსხვრიეს და გაქურდეს. წაღებულია მაგნიტოფონი.
ასევე მანქანიდან ამოიღეს აკუმულატორი, თუმცა მისი წაღება მძარცველებმა ვერ მოახერხეს.
სამოქალაქო აქტივისტი იმედა ონიანი ამბობს, რომ ქალაქში კრიმინალი მკვეთრად გაიზარდა.