ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ რჩება ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად გადამდგარი მინისტრი. ვატო სურგულაძის თქმით, კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით პარტიის ოფისიდან გააკეთა.
გადადგომაც კი არ შეგვიძლია ნორმალურად, თუ ადამიანი გადადგა, რატომ უნდა დარჩეს წლის ბოლომდე, რატომ არ უნდა დაინიშნოს ახალი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბიუჯეტის შედგენაში და ჩაიბარებს ამ სისტემას. რატომ უნდა გადამდგარიყო პარტიის ოფისიდან”, – ამბობს ვატო სურგულაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და “მედგიდის” დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრად არჩევისთვის “ოცნების” ერთადერთი კრიტერიუმი გუნდის მიმართ მორჩილება იქნება.
ერთადერთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს “ქართული ოცნებისთვის” ჯანდაცვის მინისტრი, ის უნდა იყოს მარტივად მართვადი “ქართული ოცნების” მიერ, სხვა შემთხვევაში, რთულად მართულ მინისტრს ვერ ეგუებიან. რა წუთასაც, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა ეკატერინე ტიკარაძემ, მას მყისიერად შეექმნა პრობლემები. ამიტომ ველოდებით კიდევ უფრო დაახლოებულ პირს პრემიერ-მინისტრთან და კიდევ უფრო მარტივად მართვად ადამიანს”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ცნობისთვის ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა, თუმცა წლის ბოლომდე ის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.