ბრიტანული კვლევის პირველადი მონაცემებით, ომიკრონისა და დელტა შტამების შედარებისას, შემთხვევებმა აჩვენა, რომ ვაქცინები ახალი ვარიანტის მიმართ ნაკლებად ეფექტური იყო, ასევე კვლევის თანახმად, მესამე, ბუსტერ დოზა, ადამიანების 75%-ს კორონავირუსის ნებისმიერი შტამის სიმპტომებისგან აზღვევს.
გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად აღნიშნულისა, ორი დოზა ვაქცინა აცრილ ინფიცირებულებს დაავადების გართულებისგან მაინც იცავს.
რამდენიმე დღის წინ კვლევა კომპანია Pfizer-მაც ჩაატარა. კომპანიის ცნობით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს.
Pfizer ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უკვე მუშაობს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, ომიკრონისგან მაქსიმალურად დაცვა Pfizer-ის მესამე დოზის მიღებით შეიძლება.