მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე, მკითხველს თავის შეხედულებებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე უზიარებს.
გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე რესპონდენტის მოსაზრებიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:
“ჩემი ნება რომ იყოს, მარტო კოსტიუმების შეძენის, ბოტოქსის ან სამედიცინო პროცედურების გამო, ყოფილ პრეზიდენტს ხმასაც არ გავცემდი, ღმერთმა მოახმაროს! რატომ? – მას დაშლილი ქვეყანა ჩაბარდა, რომელსაც ფეხზე დაყენება სჭირდებოდა და ის ამას ცდილობდა, მაგრამ მის მმართველობას ერთი სერიოზული ხარვეზი ჰქონდა: სააკაშვილმა შექმნა კანონები, რომელიც მერე თვითონვე დაარღვია, არადა, კანონი მაშინ არის კარგი, როცა მას ყველა იცავს…”
“პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც ვიღაცებს არ მოსწონთ, მე მომწონს. მისი გაკეთებული საქმეებიც მომწონს, რადგან ყველაფერში თავის გულს და ჯიგარს დებს. თანაც, ღარიბაშვილი ის კაცია, რომელმაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ დაუშვა. ამის გამო ის ჩემთვის იდეალური პრემიერი და კარგი ადამიანია…”
“როცა ადამიანი პოლიტიკაში “ცალი კალოშით” მოდის და ცოტა ხანში მილიონერი ხდება, ეს ამაზრზენია, მაგრამ ზოგჯერ ამას ისეთ ხალხს აბრალებენ, რომ ვერ ვიჯერებ…”