ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, დღეს ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, გია ანთაძე წარუდგინა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” სამსახურის თანამშრომლებმა აცნობეს.
ანთაძე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.
ანთაძემ ამ პოსტზე თენგიზ ქუტიძე შეცვალა, რომელმაც განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ დაწერა.