ეს გაყინული პრეისტორიული ცხოველები საკმაოდ კარგად არიან შემონახულები და მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობენ. ქვემოთ წარმოგიდგენთ ღრმა ციმბირში აღმოჩენილ 5 ყველაზე ცნობილ პრეისტორიულ არსებას, რომლებიც „დროში გაიყინნენ“.
1. პატარა ბეწვიანი მარტორქა საშა
ბეწვიანი მარტორქის პატარა ნაშიერი, სახელად საშა, რომელიც მპოვნელმა დაარქვა, მისი სახეობის პირველი ახალგაზრდა ინდივიდია, რაც აქამდე აღმოუჩენიათ. მისი სქესი უცნობია, თუმცა მისი რქის ზომა მიუთითებს იმაზე, რომ სიკვდილის მომენტში დედას ახალი მოშორებული იყო. ის მამონტის სტეპებში დახეტიალობდა – ესპანეთიდან ციმბირში გადაჭიმული მშრალი და ცივი რეგიონი.
2. ფოცხვერი ან ლომი
2017 წელს, მეცნიერებმა აღმოსავლეთ ციმბირში მუმიფიცირებული კატა აღმოაჩინეს. ის შესაძლოა ფოცხვერის კნუტი იყოს, ან გამოქვაბულის ლომის ბოკვერი. მისი ბეწვის საფარი კარგ მდგომარეობაშია, თუმცა, მის სახეობაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს, რადგანაც მეცნიერებმა არ იციან, როგორ გამოიყურებოდა გამოქვაბულის ლომი.
3. მამონტის ნაშიერი
მკვლევრებმა ციმბირის ორ სხვადასხვა რეგიონში 40 000 წლის წინანდელი მამონტის ორი ნაშიერი იპოვეს. მეცნიერებმა ეგზემპლარებს კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება ჩაუტარეს და აღმოაჩინეს, რომ ორივე მამონტი ტალახში დაიხრჩო. პატარა მამონტები სიკვდილამდე სრულიად ჯანმრთელები იყვნენ.
4. უძველესი ბიზონი
ეს სტეპების ბიზონის ყველაზე კარგად შემონახული ეგზემპლარია, რაც კი აქამდე უპოვიათ. ის 9000 წლისაა და მას ორგანოები თითქმის იდეალურ მდგომარეობაში აქვს: გული, ტვინი, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა და სისხლძარღვებიც კი. ზოგიერთი ორგანო დროთა განმავლობაში ზომაში შემცირდა, თუმცა, მაინც ამ ეგზემპლარის სამეცნიერო ღირებულება ფასდაუდებელია.
5. გაყინული კვიცი
ეს კვიცი 30 000 ან 40 000 წლის წინ მოკვდა და ამ დროის განმავლობაში ის ციმბირს ერთ-ერთ კრატერში ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეში ჩავიდა. ახალგაზრდა ცხენი სიმაღლეში თითქმის 1 მეტრი იყო, მისი ჩლიქები ჯერ კიდევ დაუზიანებელია, ხოლო მის ნესტოებში პატარა ბეწვები დღემდე ხილულია.
tv mtavari