აშშ-ს ელჩმა საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისას პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები გაიზიარა და თქვა ისიც, რომ საქართველოს პროგრესი ფერხდება, რითიც მხოლოდ რუსეთი სარგებლობს.
“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის არაჩვეულებრივ სიტყვაში ძალიან ნათლად წარმოაჩინა საქართველოში არსებული მდგომარეობა. მან ისაუბრა გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. მან მოუწოდა ინკლუზიური მმართველობისკენ, დიალოგისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ. ჩვენ ყველა ამ ინიციატივას ვუჭერთ მხარს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს გამთლიანების პროცესი იმ დაპირისპირებისა, რაც არსებობს საზოგადოებაში. პრეზიდენტია როლი ამაში განმტკიცებულია კონსტიტუციით.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხის მიერ არჩეულმა ლიდერებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის პარლამენტში, ეს იქნება ძალიან დამაიმედებელი ქართველი ხალხისთვის.
დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს საქართველოს პროგრესს, განვითარებას, აქედან სარგებელს ნახულობს მხოლოდ ერთი, ესაა რუსეთი. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, გამრთელების, გამთლიანების პროცესი დაიწყება საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას”,- ამბობს დეგნანი