ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო მუშაობს “კოვაქს” პლატფრომასთან ვაქცინასთან დაკავშირებით და მათთან მოლპაარკებებიც მიმდინარეობს და მარტ-აპრილისთის შემოვა ვაქცინა, რომელსაც საქართველო თავად აარჩევს.
“როგორც მე ვიცი, “კოვაქს” პლატფორმა შეისყიდის მილიარდზე მეტ დოზას, მასში გაერთიანებულია 170 ქვეყანა, და 2021 წლისთვის ყიდულობენ არაერთი ვაქცინის დოზას. მათ შორის, ოქსფორდის, ფაიზერის, ასტრაზენეკას, რამოდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი.
ჩვენ კარგი გადახდის პირობები გვაქვს “კოვაქსთან”, წინასწარი შენატანით 4,5 მილიონი შევიტანეთ, და ეს იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. დიდი ალბათობით შემოვა მარტ-აპრილისთვის, მაგრამ, “კოვაქს” პლატფორმის გარდა, ჩვენ სულ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზეც” – განმარტა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძისვე თქმით, საქართველო საელჩოების დახმარბეითაც მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რომ შესყიდვა შესაძლებელი გახდეს პირდაპირი გზითაც.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ საქართველო ერთერთი პირველი მიიღებს ვაქცინას.