“გამოწვევები და პრობლემები რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ქვეყანაში – ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაერთიანება; უმუშევრობა და სიღარიბეზე; დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და დაუღალავი, თავდადებული შრომით. 24 საათიანი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ყველა ეს სირთულე, ყველა ეს პრობლემა გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე”.
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.