გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მესამე პრეზიდენტიც მზადაა. მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, ადაც ვკითხულობთ:
“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლას ითხოვს და მან შესაბამისი განაცხადით სახელმწიფო უწყებებს უკვე მიმართა.