უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში კვლავ კომპანია ”ნატალი” მოემსახურება

უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში კვლავ კომპანია ”ნატალი” მოემსახურება.

ამის შესახებ დღეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გასაჯაროვდა ოზურგეთის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მონაცემები, რომლის მიხედვითაც მომავალი ექვსი თვის განმავლობაში უპოვართა სასადილო კვლავ სარიტუალო დარბაზ ნატალიში იქნება და 180 ბენეფიციარს იგივე კომპანია მომესახურება, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ასრულებდა ამ მოვალეობას.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს ” უპოვართ სასადილოს ბენეფიციარებმა  მიაწოდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share