26 დეკემბერს თამაშდება სოსო გაგუას სახელობის თასი ნორჩ ფეხბურთელთა შორის

გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია და ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი “მერცხალი” ატარებს სოსო გაგუას სახელობის თასის გათამაშებას, რომელიც გაიმართება 26 დეკემბერს 11.00 საათზე, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, რუსთაველის N39-ში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2009 წელს დაბადებული ნორჩი ფეხბურთელები.

წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი გუნდები: 

ბათუმის “დინამო

ფოთის “კოლხეთი”

ლანჩხუთის ‘გურია”

ოზურგეთის “მერცხალი”.

სოსო გაგუა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share