21 -23 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში ჰარდის საფარის კორტებზე ბავშთა შორის აჭარის თასის გათამაშება გაიმართა, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საჩოგბურთო სექციის აღსაზრდელებმა, დებმა – ელენე და ბარბარე მამალაძეებმა მიიღეს მონაწილეობა,ამავე გაერთიანების დირექტორის გელა შაფაქიძის ყურადღებითა და თანადგომით. წინა ტურნირისგან განსხვავებით ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვების მოპოვება მოახერხა ელენე მამალაძემ, რომელმაც ურთულეს მატჩში პირველი სეტის წაგების მიუხედავად მოახერხა ძლიერი მეტოქის 3-6; 6-3; 7-3 დამარცხება. რაც შეეხება ბარბარე მამალაძეს,მან ჯგუფურ ეტაპზე ორი მეტოქის დამარცხების შემდეგ ფინალის საგზურის მოპოვება შეძლო . სადაც მეტად ძლიერ მეტოქესთან მილენა ხალვაშთან ორ სეტში 0-4 ; 2-4 დამარცხდა. ბარბარეს მეორე სეტში შეეძლო გარდატეხის შეტანა მატჩში,მან 2-3 ჩამორჩენის დროს ორმაგი მატჩბოლი გადაარჩინა და ერთი ზუსტი დარტყმა აკლდა ანგარიშის გათანაბრებასთან,მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სიზუსტემ უმტყუნა. მარცხის მიუხედავად შეიძლება თამამად ითქვას რომ ბარბარესთვის ,რომელიც თავის მეორე ტურნირს თამაშობდა ფინალში გასვლა და მეორე ადგილი ამ ეტაპზე დიდი წარმატება იყო. მწვრთნელების : დავით თავართქილაძის, მამუკა კილაძის და გივი სიამაშვილის გარდა ბავშვების წარმატებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი მამას ,გოგი მამალაძეს,რომელიც პრაქტიკულად არ აცდენდა კარგ ამინდს და მუდამ მომართული ჰყავდა ბავშვები სავარჯიშოდ. რაც აშკარად იყო ასახული მათი თამაშის ხარისხზეც. ფინალისტისთვის განკუთვნილ სამახსოვრო საჩუქრებს, თასს,მედალსა და სიგელს ხვალ პირადად ჩაიბარებს ბათუმში მყოფი ფიზმომზადების მწვრთნელი დავით თავართქილაძე. ბარბარე და ელენე მამალაძეებისგან კი ხმაურიან გამარჯვებებს შემდგომშიც უნდა ველოდოთ. მიმოხილვა მოამზადა მწვრთნელმა : გივი სიამაშვილმა.