გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში უცნობმა პირებმა ერთ-ერთი ავტომობილში მყოფ ახალგაზრდა კაცს მეორე ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 20-მდე სროლა განხორციელდა. მანქანაში მყოფი პირები კი ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი კაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
რა გახდა სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ წუთებში, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.