“უვადო შიმშილობის დაწყება არის სამოქალაქო ომისკენ ქვეყნის წაყვანა” – ირაკლი კაკაბაძე

“უვადო შიმშილობის დაწყება არის პოლარიზაციის გაღრმავება და სამოქალაქო ომისკენ ქვეყნის წაყვანა: სააკაშვილის მსხვერპლებმა რა ქნან?

ეროვნული თანხმობის შესახებ

ქალბატონი პრეზიდენტის ნამდვილად კარგ ინიციატივას ეროვნული შერიგების შესახებ შეიძლება მართლაც მოყვეს სასარგებლოს შედეგი. პირველ რიგში უნდა სამათლებრივად და პოლიტიკურად შეფასდეს 1992 წლის 6 იანვრის გადატრიალება და ერს მიეცეს იარების მოშუშების საშუალება. რაც შეეხება ‘სამხედრო ხუნტის’ და მისი სამართალმემკვიდრეების – ‘მოქალაქეთა კავშირის’, ‘ნაციონალური მოძრაობის’ და ‘ქართული ოცნების’ შეფასებას – ესეც აუცილებელია – რადგან არც ერთ მათგანს ჯერჯერობით სამართლებრივი შეფასება არ მიუცია ამ დიდი დანაშაულისთვის.

სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ დღეს ფინანსების, ადმინისტრაციული რესურსების და მას მედიის 99 პროცენტი დღეს შევარდნაძის რეჟიმის და მისი სამართალმემკვდრეების ხელშია.

ლეგიტიმური ხელსუფლების წარმომადგენლებს არ ეძლევათ მცირე გამონაკლისების და არსებული ცენზურის პირობების გარდა გამოთქვან საკუთარი აზრი. ამასობაში 1992 წლიდან შევარდნაძისა და მისი სამართალმემკვიდრე პარტიების მიერ ჩადენილი იქნა უამრავი დანაშაული. ძალადობით განადგურებულ იქნა დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნამდვილი მამა, ზვიად გასმახურდია და მისი მრავალი მომხრე.

1992-95 წლის რეპრესიებმა უამრავი პატრიოტი შეიწირა. შემდეგ მოკლული იქნა საქართველოს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია, და მის სიკვდილზეც არანაირი განაჩენი არ დამდგარა. რეპრესირებულ იქნა ასეულ ათასობით ადამიანი. მოკლული იქნა ათასობით ადამიანი, ნაწამები იქნა ათობით ათასი ადამიანი. ეს ყველაფერი კი იმ დაუსჯელობის სინდრომის ბრალია, რომელმაც ქვეყანაში 1992 წლის 6 იანვრიდან დაისადგურა. იმისათვის რომ ქვეყანაში შედგეს ნამდვილი ერვონული შერიგება და თანხმობის პროცესი – ამ დანაშაულებების მსხვერპლებს უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა. ამის მრავალი პრეცედენტი არსებობს. ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების ხმის გარეშე – და 1992 წლის გადატრიალების სწორი შეფასების გარეშე, შეუძლებელია ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყება. ედუარდ შევარდნაძის არალეგიტიმური რეჟიმის მთავრობის წევრების და დამნაშავეების არალეგიტიმური ძალმომრეობის აქტების მხოლოდ შეწყალებით და ცალმხრივი ‘პატიებით’ არანაირი თანხმობა არ მიიღწევა.

იმედი გვაქვს რომ საქართველოს ერთადერთი ხალხის არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლების ხმა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ თანხმობის პროცესის მიმდინარეობისას.”- აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share