“ბოლო დეპუტატი ვიქნები, ვინც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას დათანხმდება”

„ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში გასული დეპუტატის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ მასზე პარტიის სიით გასული ყველა ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩხეიძემ განუცხადა, ის ბოლო დეპუტატი იქნება, ვინც დოკუმენტზე ხელმოწერას დათანხმდება.

„მოკლედ რომ გიპასუხოთ, დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. სხვა საკითხია კომპრომისზე უნდა წავიდეთ თუ არა. უნდა შევჯერდეთ ყველანი ერთად. თუკი ინდივიდუალურ გადაწყევეტილებზეა ლაპარაკი, მაშინ მე ბევრ ბუნდოვანებას ვხედავ ამ დოკუმენტში, რომელიც საბოლოოდ იქნება „ოცნებისთვის“ სასარგებლო ანუ შენარჩუნდება ის მმართველობა, რაც აქამდე იყო, საზოგადოება კი ვერ მიიღებს იმ ცვლილებებს, რისთვისაც მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა ოპოზიცია ხალხთან ერთად. დიდ განსხვავებას ამ დოკუმენტსა და მანამდე შემოთავაზებულ დოკუმენტს შორის ვერ ვხედავ, თუნდაც იმაში, რაშიც სხვები ხედავენ განსახვავებას – პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი აქ არისო, რომ ამბობენ. საქმე ის არის, რომ იმ მექანიზმზე, რაც დოკუმენტშია, ისინი ყაბულს არ არიან. ნიკა მელია თანახმა არ არის გირაოს გადახდაზე და არც უნდა გამოვიდეს გირაოთი. ის უნდა გამოვიდეს, როგორც უდანაშაულო, ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამასთან, საკმაოდ არასასიამოვნოა 20 ივნისის საქმეზე ამნისტია და ბუნდოვანია ეს ვის ეხება. თუ ყველას უნდა შეეხოს, მაშინ საზოგადოება და პირადად მეც წინააღმდეგი ვიქნები. 20 ივნისს მოხდა დანაშაული და არ შეიძლება ამ დანაშაულის ამნისტირება კომპრომისის ეგიდით“, – განაცხადა ჩხეიძემ და დასძინა: „ახლა ვინც ბოიკოტის რეჟიმში ვართ და ვამბობთ, რომ ერთ აზრზე ვართ, ასეთი 51 დეპუტატია. მე ვიქნები 51-ე, ვინც ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, რადგან „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“, ყველაზე ბოლო ვიქნები ალბათ ვინც ამას დავთანხმდები“.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული, ჩხეიძე აღნიშნავს, რომ „ეს ნონსენსია“.

„მსოფლიოში არ არსებობს, რომ ერთი არჩევნები მეორეს წინაპირობა იყოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი კოლეგებიც ასეთ პრეცედენტს და მაგალითს ვერ ნახავენ. გვეუბნებიან, ეს არის კომპრომისიო, მაგრამ ბევრი გაუგებრობაა ამ კომპრომისში, მაგალითად, რატომ 43% და არა სხვა? საიდან არის ეს 43%? თუკი ერთ არჩევნებს წააგებს მმართველი გუნდი, თავისთავად წააგებს სხვა არჩევნებსაც. ეს ბუნებრივი პროცესია და არანაირი დათქმა არ უნდა. ამიტომ ერთი არჩევნების მიბმა მეორეზე სრულიად ალოგიკური ამბავია. ასეთ ალოგიკურობაზე შეთანხმება კი, საბოლოოდ კარგ შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    "აქ 4-5 საწარმო უნდა ამუშავდეს" - რას აპროტესტებენ ადგილობრივები და რის გაკეთებას გეგმავს "არერსა მეტალი" ოზურგეთში?ვერანაირი ეკონომიური სარგებელი ვერ გადაფარავს ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესებას. არავინაა მრეწველობის განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ასიოდე მეტრში წყალსადენია, რომელმაც ანასეულის მოსახლეობა სასმელი წყლით უნდა მოამარაგოს და მდინარე, რომელიც ზღვაში ჩაედინება, სადაც ბავშვები ბანაობენ. რატომ გვართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში?-ასეთია იმ ადგილობრივების…
    Tags: და, ეს, არ, არის, რომ, უნდა, რაც, ამ, მთავარი, თემა
  • 95
    "სულ რომ შუშის კოლბაში ჩაჯდეს, მაინც უამრავი "საცეცი" რჩება""ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
    Tags: და, რომ, ეს, არ, ის, არის, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    "იქ სადაც მორალის ნატამალი არ არის, პატრონი მოუკვდა პოლიტიკას"-მირცხულავაექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა  გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე სოციალურ  ქსელში წერს: "მოდით, ასეც შევხედოთ საკითხს - ჩვენ ყველანი აღმოვჩენილვართ საკუთარი შვილების კაპრიზის წინაშე, თუნდაც ელემენტარულ საკითხში. რას ვაკეთებთ ამ დროს, მით უფრო თუ ვიცით, რომ ეს კაპრიზი პირველ რიგში მიათთვის არის დამაზიანებელი? ვცდილობთ დავარწმუნოთ, ავიუხსნათ რომ "ეს არ არის კარგი, საზიანობა".…
    Tags: და, არის, არ, რომ, ეს, ამ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    " მიშა სააკაშვილს არ უნდა დავუკარგოთ პირველი ექვსი წელი რაც გააკეთა"ახლა, როცა პოლიტიკურ ველზე გიორგი გახარია და ლევან ვასაძე შემოდიან, გაუჭირდება თუ არა ადგილობრივ არჩევნებში 43%-ის აღება „ქართულ ოცნებას"?-"რეზონანსის" კითხვას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა შემდეგს პასუხობს: ი.კ.: „ქართული ოცნება" 43%-ს ვერ აიღებს. ოთხი წლის წინ შეიძლება ეს პრობლემა არ ყოფილიყო, თუმცა ახლა გაუჭირდება. მან 2020 წლის არჩევნებში 48% აიღო და წარმოიდგინეთ…
    Tags: და, არ, სხვა, უნდა, რომ, ის, იქნება, რაც, ეს, მთავარი