ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი “ნაციონალური მოძრაობის” მასობრივი შიმშილობის აქციას ასე გამოეხმაურა: „ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება. შიმშილობის უფლება ყველას აქვს და ახლა რომ ვთქვა, იშიმშილონ, ეს ჩემი მხრიდან ცოტა ცინიკური იქნება, მაგრამ ბუნებრივია, მათ ნებაშიც ბუნებრივია, ვერ ჩავერევი. თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს. კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა და ყველა ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპოზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის. ეს არის სამართლებრივი პროცესი და მას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვს. „მაკდონალდსის” გვერდით შიმშილობა მოუწევთ და თუ მაინც მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, “მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ,”- განაცხადა სუბარმა.