წელს უკვე მესამედ, გერმანელმა პენსიონერმა, ჰორსტ ეშლერმა მიუნსტერის ზოოპარკს დიდი ოდენობით თანხა შესწირა. Report.ge–ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
გამოცემის ცნობით, 2021 წლის აპრილში ეშლერმა ზოოპარკს 750 ათასი ევრო გადაურიცხა, ივლისში მან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებისთვის ზოოპარკის 33 333 ბილეთი შეიძინა.
საშობაოდ კი პენსიონერმა ზოოპარკის თანამშრომლებს დაახლოებით მილიონი ევრო შესწირა.
გამოცემის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიის ზოოპარკებში რთული ვითარება და ფინანსური კრიზისია.
ჰორსტ ეშლერს 11 წლის წინ ცოლი გარდაეცვალა. იგი ცოლს გარდაცვალებამდე დაჰპირდა, რომ დანაზოგს კარგი მიზნებისთვის დახარჯავდა.