ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თანახმად, კორონავირუსის პანდემია მომდევნო წელს უნდა დასრულდეს.
ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ახლა ვირუსთან საბრძოლველად ყველანაირი ინსტრუმენტი არსებობს. როგორც ის ამბობს, ვაქცინის არსებული მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი სრულად აიცრას.
“სანამ მთელ მსოფლიოს არ ავცრით, ვფიქრობ, პანდემიას ვერ დავასრულებთ”,-თქვა მან.