უკრაინის სახალხო დამცველი ევროსასამართლოში სააკაშვილის საქმეზე მესამე მხარედ იქნება ჩართული. ევროპულმა სასამართლომ ლუდმილა დენისოვას შესაბამისი წერილი უკვე გაუგზავნა. სააკაშვილის მონახულების შემდეგ დენისოვა ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია.
ობიექტური და კვალიფიციური ადამიანის ჩართულობა ამ პოლიტიკური დევნის პროცესის გამოვლენისთვის არის დაცვის მხარის გაძლიერება, მით უმეტეს, როცა ჩართულია ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, როგორიცაა უკრაინის სახალხო დამცველი. – მიაჩნია სააკაშვილის ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს.
სააკაშვილი შესაძლოა, სამკურნალოდ უკრაინაში გადაიყვანონ. დღეს კიევიდან საგანგებო მისიით ჩამოსულმა იურისტების ჯგუფმა პირდაპირ თქვა, რომ ამ სქემაზე მუშაობენ და სააკაშვილის საქმე უკრაინის პრეზიდენტის ყურადღების ეპიცენტრშია. თუმცა, რა სქემით მოხდება სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნება, იურისტები ბოლომდე არ ამბობენ და განმარტავენ, რომ ჯერ კარტის გახსნის დროს არ დამდგარა.
ვმუშაობთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს, თუმცა როგორ და რა გზით, ამის თქმის უფლება არ გვაქვს. უკრაინა თავის მოქალაქეს ყოვეთვის დაიცავს – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა.