როგორც ჩანს, კახა კუჭავა აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, თვლის, რომ “იმ პარლამენტში, სადაც ყველაფერს ირაკლი კობახიძე წყვეტს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე”.

მმართველი პარტია იცლის აი ამ სამეფო კარის თამაშებისთვის, რადგან აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტში კობახიძის არაფორმალური მმართველობის პირობებში ვინ იქნება თავმჯდომარე. როგორც ჩანს, კახა კუჭავა აღმოჩნდა არასაკმარისად უტიფარი, არასაკმარისად აგრესიული – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღეს კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share