კახა კუჭავა საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს – მას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
სწორედ ცაგარეიშვილია მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მომდევნო წევრი, რომელსაც პარლამენტის წევრობა უწევს.
”კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები თავად ახსნა. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს “, – თქვა “ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.