ოზურგეთის#2 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ საყმაწვილო ლიტერატურული პრემია “ამირანის” ჟიურისგან 500-500 ლარით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:
საყმაწვილო ლიტერატურული პრემია “ამირანის” მესამე დაჯილდოების ფინალისტებს შორის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის 2 მეთორმეტეკლასელი მოსწავლეა: დემეტრე შაფაქიძე- პროზის მიმართულებით, აჩიკო ხომერიკი- პოეზიის მიმართულებით.
მათი ნაშრომები გამოიცემა ალმანახის სახით- სახელწოდებით “ამირანი”. აჩი ხომერიკმაც და დემეტრე შაფაქიძემაც ჟიურისაგან ფულადი პრემია დაიმსახურეს 500 ლარის ოდენობით.
ჩვენი სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს მათ ამ დიდ წარმატებას.