პატარა კომპლიმენტს დიდი ძალა აქვს!

კეთილგანწყობილი ორგანიზაციული კულტურის შექმნა, სადაც თანამშრომლები და ხელმძღვანელები ერთმანეთს გვერდს უმაგრებენ, ყველა კომპანიის ტოპ-პრიორიტეტი უნდა იყოს. შექება და მადლიერება ადამიანებს მოტივაციას მატებთ. მადლიერება მათში ქმნის განცდას, რომ აფასებენ და სტრესსაც ნაკლებად განიცდიან. ნეირობიოლოგების თქმით, ტვინის ვერბალური აფირმაციები ფინანსურ სარგებელთან მჭიდრო კავშირშია. როგორც Ford-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ალან მულალიმ თქვა, მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება, პატივისცემა და მადლიერება, ყოველ ნაბიჯზე. თუმცა, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დადებით სიტყვებს.

ორ, ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელ კვლევაში სტუდენტებს სთხოვეს შეეფასებინათ, როგორ იგრძნობდა თავს ადამიანი, კომპლიმენტის მიღების შემდეგ. ამავე ადამიანებს სთხოვეს, მართლაც შეექოთ სხვა პიროვნება და შეადარეს, როგორ წარმოედგინათ რეზულტატი მონაწილეებს და სინამდვილეში, როგორ იგრძნო თავი კოპლიმენტის მიღებისას. შედეგად, დაასკვნეს, რომ ადამიანები სათანადოდ ვერ იაზრებენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ მათ ნათქვამს სხვა პიროვნებისთვის. ამის გამო ისინი უხერხულად გრძნობენ თავს და სწორედ ესაა კომპლიმენტის უთქმელობის მიზეზი. თუმცა, სინამდვილე საპირისპიროზე მიუთითებს – ადამიანებს უხერხულობისა და დისკომფორტისგან და მატებს მოტივაციას.

არადა, ერთი შეხედვით, თითქოს ცხადია, რომ კომპლიმენტმა ადამიანს თავი უკეთ უნდა აგრძნობინოს. ვის არ ესიამოვნება, როდესაც რთული სიტუაციის დაძლევის ან კომუნიკაციის უნარების გამო შეაქებენ? სინამდვილეში, თუკი ჰკითხავთ, 90% გეტყვით, რომ კომპლიმენტების თქმა კარგია. თუმცა, პრაქტიკაში ამას ნაკლებად ვაკეთებთ. ფაქტობრივად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის მხოლოდ 50%-მა შეაქო სხვა პიროვნება, როდესაც რეალური სიტუაცია დადგა. გამოდის, რომ სურვილისა და საჭიროების მიუხედავად, ადამიანები მაინც იკავებენ თავს სხვების შექებისგან.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ უკეთესი ორგანიზაციული კულტურის შექმნის ბარიერს მცდარი მოლოდინები წარმოქმნის. როდესაც საქმე შექებას ეხება, ყოყმანს ვიწყებთ. ნამდვილად არის კი ის ადამიანი ქების ღირსი? ხომ არ გაგვიცრუებს მოლოდინს? და ეს ორჭოფობა წარმოშობს შფოთვას, რასაც საბოლოოდ, დუმილამდე მიყავს ადამიანი.

რაც კიდევ უფრო უარესია – კომპლიმენტის თქმის შემდეგაც კი, კვლევის ფარგლებში, მონაწილეებს სთხოვეს თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ. მათ ვერ შეძლეს კომპლიმენტის უპირატესობაზე საუბარი და კვლავაც ვერ დააფასეს სათანადოდ.

ამ მდგომარეობის გადალახვის ერთ-ერთი მეთოდია გადაფასება. დაფიქრდით არა იმაზე, თუ რამდენად კორექტულია თქვენი მხრიდან გამოხატული შეფასება, არამედ რამდენად ემოციური. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ადამიანის ყურადღება მახვილდება სწორედ იმ სითბოზე, რასაც მის მიმართ გამოხატავთ და ამ გულწრფელობის მიხედვით აღიქვამს.

მხოლოდ კომპლიმენტის გაცემისას არ იქმნება დაბრკოლება. ბარიერებს ვაწყდებით მათ ადრესატებთანაც. ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეები მადლობის წერილებს აწერინებდნენ, შემდეგ კი, ადრესატებს სთხოვდნენ, თავიანთ შეგრძნებებზე ესაუბრათ. გამგზავნისა და მიმღების მოლოდინების შედარებისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რამდენად დიდი იყო უხერხულობა და რამდენად საჭიროებდა სიტუაცია გამბედავ გულწრფელობას.

შეგიძლიათ იფიქროთ, რომ კომპლიმენტის ხიბლი მის იშვიათობაშია და ხშირად გამოხატული შექება აუფასურებს დამოკიდებულებას ან სულაც, ყალბია. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებსაც კომპლიმენტი კვირის განმავლობაში საერთოდ არ მიუღიათ, სულ უფრო კარგავენ ოპტიმიზმს და უფრო მეტად ხელოვნური ეჩვენებათ ის. შექება და გამხნევება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ შექება, პატივისცემა, დაფასება და მადლიერება, რათა უკეთესად იგრძნონ თავი და უკეთესები გახდნენ.

კომპლიმენტები აუმჯობესებს გუნება-განყობილებას და კეთილდღეობის წინაპირობას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ყველა მოგებულია, გამცემიც და მიმღებიც. დადებითი ორგანიზაციული კულტურისთვის კი, ეს უმნიშვნელოვანესია. ზოგჯერ, უმიზეზოდ ვიკავებთ თავს ან ვშიშობთ, რომ მოლოდინი გაგვიცრუვდება. სინამდვილეში, მადლიერება ყოველდღიურია და არა დღესასწაულებზე გამოსათქმელი რამ. ეს არაა ბონუსი – ეს უნდა იყოს ყოველდღიურობა, რათა გუნდში ყოველი ადამიანი თავს საუკეთესოდ გრძნობდეს.

 

წყარო: HBR

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share