ოზურგეთელი სპორტსმენების მორიგი წარმატება -2 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო

დღეს,  ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ოზურგეთელი იური ლომაძე და გიორგი თოხაძე ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ზურაბ მაჭარაშვილმა და ლევან ქავჟარაძემ.

ბრინჯაოს მედალი კი ალექსი ლოდიამ აიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share