შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. მას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობამ – 88 მომხრე, 1 წინააღმდეგი -ასეთი შედეგი დაფიქსირდა ტაბლოზე.
პაპუაშვილმა თანამდებობაზე კახა კუჭავა შეცვალა, რომელმაც პოსტი 24 დეკემბერს დატოვა.
პაპუაშვილი პარლამენტის მე-5 თავმჯდომარეა “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში.