თურნავა-ჩვენი ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია

“მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა”-ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

“ყოველთვის ვამბობდით, რომ სიღარიბის პრობლემა არსებობს, მაგრამ ინფლაცია არასდროს იყო პრობლემა. თუ გადავხედავთ, ბოლო ათწლეულს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3-4% იყო, რაც ევროპული დონეა. ეს პრობლემა 2020 წელს გაჩნდა და 2021 წელს გამძაფრდა, რადგან პანდემიამ მოიტანა, სხვა რა მოხდა განსხვავებული ისეთი, რაც წინა ათწლეულში მოხდა?“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, ინფლაცია კომპლექსური პრობლემაა, ამიტომ ერთი პასუხისმგებელი უწყების გამოკვეთა არასწორი იქნება.

მისი თქმით, მთელი ეკონომიკური გუნდი ატარებს ღონისძიებას, რათა ფასები მოითოკოს.

„ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ მოვთოკოთ ინფლაცია უკვე მომავალი წლის ბოლოს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია ისევ ნორმალურ, 3-4%-იან ნიშნულზე იქნება. რაიმე სხვა სერიოზული, ფუნდამენტური საფუძველი ჩვენს ეკონომიკაში ინფლაციისთვის არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არის მართლაც კონკრეტული გამოწვევით განპირობებული”, – განაცხადა თურნავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share