“ეს სახელმწიფო აღარ არის – მომინდება 25 ლარს მოგცემ, მომინდება – დაგკეტავ…”- განაცხადა მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა, ტვ პირველის ეთერში:
“ეს არაფერს აღარ გავს, ეს სახელმწიფო აღარ არის. რა არ წამიკითხავს, რა არ მინახავს, რა აღარ მომისმენია, მაგრამ ესე გაწირვა ადამიანების არაფერს აღარ გავს. არანაირ იმედზე, არანაირ გეგმაზე არ არის ლაპარაკი. მთავრობა არ გამოდის და არანაირ გეგმას არ გეუბნება. ამას არ ქვია სახელმწიფო. ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს ვიცნობ, ყველა ერთი და იგივე პრობლემით ცხოვრობს, ვეღარც ცხოვრობს უკვე…
მე არავის არაფერს ვთხოვ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ასე სად არის, მომინდება 25 ლარს მოგცემ, მომინდება – დაგკეტავ… თუ არ ესმის სახელმწიფოს, მივმართავ მაშინ ოპოზიციას, ჩვენ არ ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ და მოვთხოვოთ ოპოზიციას, რომ წავიდეს და ელაპარაკოს…”