კოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე, ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი- ანთროპონოზული ტიპისაა. მისი გადამცემი ბაზისი, ძირითადად ადამიანია. კორონას -ტალღოვნობა ანუ პერიოდული გამწვავებები იმიტომ აქვს, რომ გამწვავების ტალღებს შორის, ეს ვირუსი კუმულირდება ინფიცირებულ კერებში. ხდება მისი ახალი ტალღების წარმოშობა. ამიტომ არის აუცილებელი-ნივთების, სახლის, სადარბაზოს, დეზინფენქცია. განსაკუთრებით, ხშირად გამოყენებადი ნივთების. მაგალითად: მანქანის საჭე, სახელურები, ჭიქა, ტელეფონი და სხვა. ინფიცირებულ ადამიანში, კორონას ვირუსი ინტენსიურად ჩაეწებება, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების ლორწოვანში. პირველად გამოიკვეთება ლორწოვანი გარსების ანთებები. მე, წინა სტატიებში კორონაზე, დეტალურად და ვრცლად, დიდი პრაქტიკის გათვალისწინებით, ზოგადად ვირუსებზე, აგიხსენით როგორ უნდა პირის ღრუს და ყურების დეზიფენქცია. თუნდაც, უფულობის ფარგლებში. მოკალათებული კოვიდის ვირუსი, იწვევს ლორწოვანი გარსების ანთებას. თუ მძიმე ფორმაა, კოვიდის ვირუსი იწვევს ლორწოვანი გარსების ცილინდრული ეპითელის ნეკროზს. შემდეგ კორონას შხამი, ლორწოვანის ქვედა შრეებში გადაძვრება და სისხლით და ლიმფით ორგანიზმი შეიწოვს. იმ ადამიანებს ვისაც სისხლი და ლიმფა მეტად დაბინძურებული აქვთ, მეტად ჯაბნის კორონა. ადამიანების უმრავლესობას ჩვენში, არსებული ცხოვრების და ეკოლოგიის გამო ,სისხლი და ლიმფა დაბინძურებული აქვთ. ამიტომ ვიმეორებ ხშირად, რომ ადამიანის მკურნალობა არ არის, მისი კუჭის ქიმიურ ქარხნად გადაქცევა. ნებიმიერი დავადება იმიტომ იწყება, რომ ორგანიზმი ან რომელიმე ორგანო დაბინძურების მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და იმუნიტეტი ვეღარ უმკლავდება, კონკრეტულ ორგანოში მიკრობულ შეტევას. ეს გამოიხატება რომელიმე ორგანოს ანთებით. მოსახლეობის დიდ ნაწილს ორგანიზმში ჭაობი აქვთ-სოკოების, პარაზიტების და ჭიების, უამრავი სახეობის მიკრობების ,ბაქტერიების და მთვლემარე ვირუსების. შედეგი სწრაფად იმიტომ მაქვს მკურნალობაში, რომ ყოველთვის აქცენტირებული ვარ სისხლის და ლიმფის დასუფთავებაზე. არც კიბო დაემართება ადამიანს, თუ სისხლი და ლიმფა დაბინძურებული არა აქვს და კანი დასუსტებული. ასეთი მდგომარეობები ვეღარ უმკლავდებიან თავისუფალი რადიკალების შემოტევებს და ატარებენ ორგანოებისკენ. კორონას, თუნდაც, უმძიმესი ფორმიდან საუკეთესი თავდაცვაა ,ორგანიზმის მავნე კერების სანაცია , ჰიგიენა და იმ ნივთიერებებით, მჟავეებით, მინერალებით და მიკროელემენტებით შევსება, რაც ფიზიოლოგიურად ამუშავებს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე კრებსის ფიზიოლოგიური რეაქციების ციკლს. რომელიც მუდმივად ფუნქციონირებს. ორგანიზმის რეალური მკურნალობა, ამ დარღვევების გასწორებაა და არა ჩივილების მოსასპობად უამრავი ქიმიური წამლების დაშენა. ამიტომ არსებობს მედიცინაში პროფილაქტიკა. ადამიანები უნდა მოწმდებოდნენ, თუ რა ხდება მათ ორგანიზმებში. რადგან, ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. სწორი პროფილაქტიკაა იმის გარანტი, რომ ადამიანებს ვერცერთი ვერაგი დაავადება ვერ მოერიოთ. თუ პერიოდული შეშუპება გაქვთ კოჭთან ან თვალთან , ასევე, პერიოდული წნევა, ვენების პრობლემა, სანაღვლე გზების პრობლემები და სხვა,მითუმეტეს, გულსისხლძარღვთა მყარი უკმარისობა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში დაბინძურებულია ლიმფა და სისხლი. ასეთ შემთხვევაში ,ნებისმიერ ასაკში იმუნიტეტი დაბალია და კორონას გართულების შანსი უფრო მეტია. ვაგრძელებ კორონას მექანიზმს. ანთებითი მოვლენები, ხორხიდან განივრცობა ბრონქებში და რაც ყველაზე საშიშია-ბრონქიოლებში. ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ნაშრომი -ბრონქიოლიტი, რომელიც შემოკლებით ,მაგრამ გასაგებად წარმოგიდგინეთ, ის მიხვდება, რომ ბრონქიოლიტი , რომელიც ბროქიტის ერთი სახეობაა, უფრო მეტად საშიშია, ვიდრე ბევრი ტიპის ფილტვების ანთება. ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკაში, დონიმინირებს ბრონქიოლიტით გარდაცვალების ფაქტები. ქართველისთვის საერთოდ, ბრონქიტი ხომ სასაცილოა. შეშინდებიან ,მხოლოდ ,ფილტვების ანთებაზე და მხოლოდ ანტიბიოტიკი ჰგონიათ ფილტვების ანთების მორჩენის გარანტი. როცა პრაქტიკაც მყარად გვიჩვენებს და ამერიკის პულმონოლოგიური ასოციაციის დასკვნით, ფილტვების ანთებების 60 პროცენტზე მეტი სოკოვანი ეტიოლოგიისა და ეს მოაგახსენეთ სოკოვანი პროცესების განხილვის თავში. ხან ბევრი ბრძოლა დამჭირვებია, რომ ადამიანისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ფილტვების ანთებაზე საერთოდ არ სჭირდებოდა ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკი სოკოს ჰიფების შრიალს კი მიანავლებს, მაგრამ, ფილტვი დაზიანებული და სიმსივნისთვის გამზადებული დარჩება. ამიტომ ვიძახი სულ ფილტვების ცენტრების გახსნაზე. ფილტვი, ეს არის ადამიანის ცენტრალური მაგისტრალი. ჯანსაღია ფილტვი? ის ადამიანი ყველა დაავადებას დაძლევს ადექვატური მკურნალობით. ადამიანების 98 პროცენტი კვდება ფილტვების ანთებით. ადრეც და ახლაც. უფრო სწორად, გამოუცნობი ფილტვების ანთებით. მე ამაზე ვრცლად გესაუბრეთ სასუნთქი სისტემის თავში. უმრავლეს შემთხვევაში, მაგალითად, კიბოთი დაავადებულიც არ მოკვდებოდა და კიდევ იცოცხლებდა ბევრ წლებს, რომ არ დართოდა-იმუნოდეფიციტური, ინტესტიციური, კაპილარული ფილტვების ანთება, რომლის დროსაც არც ახველებს და არც რენტგენზე ჩანს. ის უნდა მიხვდეს და გამოიცნოს ექიმმა ,თუ ის ნამდვილი ექიმია. ფილტვებზე რომ სწორი მეთვალყურეობა იყოს ჩვენს მედიცინაში, ამდენი გულით დაავადებული და გულით ნაოპერაციები არ იქნებოდა. ფილტვ-გულის უკმარისობა ერთი მცნებაა. არ არსებობს ფილტვების ანთება, თუნდაც ახალშობილის, გულის უკმარისობის გარეშე. თუნდაც, მსუბუქი ხარისხის გულის უკმარისობის გარეშე. თუ ისტორიას აკადემიურად ავსებ, რაც დღეს უკვე სახუმაროა და ისტორიის შევსება თანხების კონტროლის გამო ხდება, მაშინ მასში ვერ დაასაბუთებ ფილტვების ანთების არსებობას, თუ მას არ ახლავს გულის უკმარისობის ხარისხი –რომელიმე. ისტორიას დღეს, ზოგ ვაიკლინიკაში ექთნები წერენ. უფრო სწორად აკოპირებენ. მხოლოდ გვარებია გამოცვლილი.ისტორია კი ,აზროვნების ოაზისი უნდა იყოს, როგორც ადრე ვაკეთებდით. ვაგრძელებ კოვიდის მექანიზმს. შემდეგ კოვიდის შხამი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ვეგეტაციურ ნერვულ სისტემაში შეიჭრება. დგება კოვიდემია. თუ საშუალო ან მძიმე ფორმაა, ეს ვირუსი აგრესიულია უფრო მეტად ერთი კვირის მანძილზე. შემდეგ ის კვდება. მაგრამ ,მისი შედეგები გრძელდება და შეიძლება ერთ თვეს გაგრძელდეს. ვირუსს ებრძვის ადამიანის იმუნობიოლოგიური სისტემა. თითოეულში მეტნაკლებად, მისი სიმწიფის მიხედვით. სრული აღდგენა უნდა მოხდეს უჯრედების. ყურადღება-ამაზე ადრე ვწერდი ხაზგასმით. ეს რომ გათვალისწინებულიყო საუკეთესო იქნებოდა. როგორც კორონას აგრესიის დღეებში, ისე მეორე პერიოდში, ორგანიზმში მობინადრე საპროფიტულ სტატუსში მყოფი-სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, სოკოები და სხვა უამრავი მიკრობები აქტიურდებიან და სწორედ ისინი იძლევიან გართულებას. კორონა არ კლავს და ვერ კლავს. დაავადებას ამძიმებს ამ ფლორის გააქტიურება. ადრე ვწერდი რომ უკეთესი შედეგები იქნება, თუ ბაქტერიული ფლორა მალე დაითესება ბაქტერიოლოგიურად და მასზე მის შესაბოჭად ადექვატური მკურნალობა მოხდება. ასეთი შემთხვევა მქონდა პრაქტიკაში. ჩემთან მოსვლამდე, 5 წლს ბავშვს 2 წელი ტემპერატურა ჰქონდა . გაბერილი იყო სხვადასხვა ანტიბიოტიკებით. სიცხე მაინც გრძელდებოდა. რა თქმა უნდა ტემპერატურით მიმდინარე ყველა დაავადება გამოვრიცხე. დავთესეთ ფლორა. ამოვიდა ერთი სახეობის მიკრობი, რომელიც რეზისტენტული იყო ყველა ანტიბიოტიკზე ანუ ვერ ერეოდა მას, ვერცერთი ანტიბიოტიკი, ერითრომიცინის გარდა. რა თქმა უნდა ბევრში ღიმილი გამოიწვია. მაგრამ, ერითრომიცინის დაწყებიდან მეორე დღეს სიცხე სამუდამოდ გაქრა. მე ძალიან მეხმარება ბაქტერიული ფლორის დათესვა. დაავადებები მიკრობებისგანაა გამოწვეული და თუ ზუსტად გეცოდინება ვის უნდა ებრძოლო შედეგიც შესაბამისია. ძალიან ხშირად მაქვს ურთიერთობა ბაქტერიოლოგებთან. ადამიანს კორონას დროს ამძიმებს არა ვირუსი, არამედ გააქტიურებული ბაქტერიული ფლორის ვერაგობა. ვირუსი პარენქიმას ვერ აზიანებს. ის იმუნიტეტს თრგუნავს. ბაქტერიული ფლორის გააქტიურება იწვევს პარენქიმულ ანთებებს და უკმარისობებს. ვირუსი განსაკუთრებით უტევს სუსტ ადგილს. რომელი ორგანოცაა დატვირთული პარაზიტური ან ბაქტერიული მიკროფლორით იქ ხდება გართულებები. ადამიანები მასიურად არა მარტო ამ ქვეყანაში, თითქმის ყველგან ,არ დადიან ჯანსაღი ფილტვებით. ფილტვებზე არ ხდება სრულფასოვანი მეთვალყურეობა და მდგომარეობის შეფასება. მითუმეტეს, კორონას ეპიცენტრი არის ფილტვი და საერთოდ-სასუნთქი სისტემა. არ არსებობს კორონას საშუალო ფორმაც, რომელიც თითქოს მარტივად მიდის , რომ არ გართულდეს ფილტვების ანთებით. თითქმის აქამდე, მედიცინა ფილტვების 4 ტიპის ანთებას აღიარებდა-კეროვანი ,სეგმენტური, კრუპოზული და ინტესტიციური. დღეს უკვე ფილტვების ანთების 50 ზე მეტი სახეობაა. მათი დიდი რიცხვი არ ჩნდება რენტგენზე და არ გამოირჩევა ხველით. შეიძლება ადამიანი შესაბამისი მკურნალობის გარეშე მორჩეს, მაგრამ მას ცხოვრების გაზე ამის შ ედეგი გულის უკმარისობის სახით აუცილებლად დაუხვდება. ზოგი ტიპის ფილტვების ანთება ,გაციების პირველ დღესვე იწყება. სწორედ დაგვიანებული მკურნალობის დროს არის კატარულ-ჰემორაგიული ფორმები, რომლებიც ბრონქოექტაზიებს და აბსცესებს წარმოშობს. თუ ფილტვების ანთებას დროულად აღმოაჩენ და ადექვატურად მართავ არ იქნება სუნთქვის უკმარისობა ,არც სიკვდილი. გახსოვდეთ, პნევმონიები ძალიან ხშირად არ იდენტიფიცირდება რენტგენზე. კოვიდის ნებისმიერი გართულების დროს, არის სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ფუნქციის მოშლა. ამას მხოლოდ პნევმონია იწვევს. ასევე ის იწვევს, გულის კუნთის მწვავე, კაპილარულ, ინტესტიციურ ანთებას და მიოკარდსა და ეპიკარდში სისხლის ჩაქცევებს. არ არის აუცილებელი ქოშინი და ციანოზი. კაპილარული პნევმონია ვერაგი და მალულია. მხოლოდ, ზუსტად განსაზღვრულ მედიკამენტებს ემორჩილება. საერთოდ, კომპენსატორულად ,პულსის აჩქარება მიჰყვება ტემპერატურას. დააკვირდით ამ ხელჩასაჭიდ მომენტს. კოვიდის პნევმონიის დროს, პულსი ზუსტად არ მიყვება ტემპერატურას და ბევრად ან მცირედ შენელებულია. ელექტროკარდიოგრამაზე ტე კბილი დაბლა დაიწევს , თუ პნევმონიაა. ელვისებური ჰემორაგიული სისხლმდენი პნევმონია , რომ არ მიიღოთ, სისხლძარღვების დრეკადობა აამაღლეთ. ამის ბევრი და სწრაფი საშუალებებია დღეს. კარგი პოლივიტამინი მიიღეთ. ოღონდ ნატურალური და არა სინთეზური. გაიზომეთ სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალების რიცხვი. პირადმა ექიმმა ზეპირად უნდა იცოდეს თქვენი ფიზიოლოგიური მექანიზმი. ამიტომ ხშირად იკონტაქტეთ პირად ექიმთან. მთავარი და ყველაზე მთავარია-არ გაცივდეთ. გიმეორებთ-კორონას საშუალო ფორმაც კი, არ მიდის პნევმონიის გარეშე. მწეველებმა ბრონქების გაწმენდის ღონისძიებები ჩაიტარეთ თქვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, ნიგოზი, თაფლი, თხილი. ბევრი წყალი. საგანგაშო არაფერია. ყველა წელს იყო მძიმე ვირუსები. იყავით მშვიდად. მოიშორეთ დაზიანებული კბილი ან იმკურნალეთ. ქრონიკული ტონზილიტის, ქრონიკული ოტიტის და ქრონიკული ჰაიმორიტის პროფილაქტიკა ჩაიტარეთ .სანაღვლე გზების სანაცია მოახდინეთ. უმთავრესი გამარჯვება ვირუსზე არის-არ გაცივდეთ. ვირუსისთვის კომფორტულია დაბალი ტემპერატურა. ნიღაბი ხშირად გამოიცვალეთ.