ააიპების დაფინანსება 5 წელში, 30-დან 150 მილიონამდე გაიზარდა – აუდიტის სამსახურის ანგარიში

სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების დასაქმების ბიურო. ქართლი ოცნების მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია ააიპების რაოდენობა, სადაც ძირითადად მმართველი გუნდის გარემოცვა მუშაობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაითვალა ის კოლოსალური დაფინანსება, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში 30- დან 150 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

მთავარი მაკონტროლებლის კრიტიკულ ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ რეგიონებში ბიუჯეტის მილიონები იფლანგება.

დოკუმენტში მოხვდა ისეთი აიპებიც, რომლებსაც საქმიანობისთვის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, თუმცა მრავლად ყავთ თანამშრომლებიც, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას სტაბილურად იღებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share