„ოპოზიციას მივმართავ და ახლა, მიშისტი ხარო, არ მითხრათ, თქვენი აზრით, რევოლუციამდელი სააკაშვილი, აი, ამ ქვითრებიან ხალხთან ერთად სად იქნებოდა? იჯდებოდა წინასაშობაო სუფრასთან, დაისვენებდა, თუ არა? ამ კითხვას ვსვამ გულწრფელად. პასუხიც ვიცი. ჟურნალისტებმა ვიცით… 2003 წლიდან დღემდე ის იყო ერთადერთი არჩეული პრეზიდენტი, მერე ვინც იყვნენ პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილს დიდი პატივისცემა ჩემგან, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილს, არ ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ბიძინამ გახადა პრეზიდენტი. როგორ გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი ხომ არ გახსოვთ? ხომ არ გაიხსენებდით? ხშირად გვიხუმრია კიდეც და მერე ცხოვრებამ გვაჩვენა რა, როგორ და რატომ იყო… გახსოვთ, ყველგან რომ მიდიოდა, ვიღაცეებთან ერთად სუპის ჭამა და ა.შ. სახალხო ტიპი იყო და ამიტომაც გახდა, ხალხო, არჩეული პრეზიდენტი“, – აცხადებს გადაცემა „რეაქციაში“ ინგა გრიგოლია.