აშშ-ს ნაციონალური კვლევითი ფონდის ცნობით, რადიოტელესკოპ “არესიბოს” ინსტრუმენტული პლატფორმა ჩამოვარდა, დაეცა ქვემოთ მდებარე ანტენას, ჩაანგრია, რამას ჯაჭვური რეაქციით კონსტრუქცია მწყობრიდან სრულად გამოიყვანა, ფაქტიურად “არესიბომ“, საკუთარი თავი საბოლოოდ დაანგრია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგანაც ჯერ კიდევ ნოემბერში, “არესიბოში” სამუშაოები შეაჩერეს და თანამშრომლები დაითხოვეს მანამდე მომხდარი ორი შემთხვევის გამო, რა დროსაც ერთმანეთის მიყოლებით გაწყდა ჩვიდმეტიდან ორი ტროსი, რომლებიც მოძრავ მასხივებელს ამაგრებდნენ. იმ დროს მთავარმა სარკემ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო და მასში 30 მეტრიანი ხვრელი წარმოიქმნა. უკვე იმ პერიოდში გახდა ნათელი, რომ რადიოტელესკოპის გამოყენება საფრთხის შემცველი იყო, ხოლო მის რემონტს აზრი აღარ ჰქონდა, რაზედაც ერთპიროვნული უარი იქნა ნათქვამი.
ამჟამად ადგილობრივი სამსახურები ახდენენ მომხდარის შეფასებას, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიიღონ ზომები ეკოლოგიური ზარალის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება გამოეწვია კონსტრუქციის ნგრევას. “არესიბოს” ირგვლივ ტერიტორია სრულადაა შემოსაზღვრული.
1963 წელს აშენებული ეს ობიექტი, უპირველესად ცნობილია თავისი მოღვაწეობით ასტრონომიის სფეროში, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თავდაპირველად “არესიბოს” მშენებლობას აშშ-ს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით ჩაეყარა საფუძველი, რათა დახმარებოდა სხვადასხვა კლასის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში.
როგორც ასეთი, “არესიბო” ლეგენდაა ტელესკოპებს შორის, ის მრავალი წლის მანძილზე ეხმარებოდა ასტრონავტებს წარმოუდგენელ კოსმოსურ აღმოჩენებში. მაგალითად, მისი დახმარებით, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კოსმოსში გაგზავნილ იქნა რადიომიმართვა, თანაც შორეულ 1974 წელს. იმ პერიოდში მეცნიერები (და ზოგადად კაცობრიობაც), იმედოვნებდნენ რაიმე სახის საპასუხო სიგნალის მიღებას სამყაროს სიღრმიდან.
ასევე, “არესიბოს” დახმარებით პირველად იქნა აღმოჩენილი პლანეტები მზის სისტემის მიღმა, ხოლო რამოდენიმე წლის წინ, რადიოტელესკოპის მეშვეობით მიღებულ იქნა მსხვილი ასტეროიდის, “ფაეტონის” დეტალური სურათები, რომელმაც დედამიწას იმ დროს რეკორდულად ახლოს მიუახლოვდა.
“არესიბო” რამოდენიმე მხატვრულ ფილმშიც ფიგურირებდა.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე