”ის არის მიხეილ სააკშვილი, ამ სტანდარტით არ შეიძლება არც ერთი ოპოზიციური ლიდერის შეფასება – ნურავის ნუ ეწყინება, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ და პირველ რიგში ჩემს თავს. მე ვიცი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რა შემიძლია გავაკეთო და მიხეილ სააკშვილი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია არაადამიანური შრომა გაწიოს, არაადამიანური შედეგი დადოს, ძალიან მოკლე ვადებში. ამიტომ, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ადამიანი იყო წამების მსხვერპლი და იჯდეს ციხეში.” – თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, ტელეკომპანია პირველში საუბრისას.