გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით – გორის ჰოსპიტალის 30 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს

საკადრო წმენდა პოლიტიკური ნიშნით გორის სამხედრო ჰოსპიტალში-  30 თანამშრომელი სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ახალი წლის დღეებში გაუშვეს.

მედპერსონალმა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სატელეფონო ზარის მეშვეობით გაიგო,  როცა მათ მობილურზე ჰოსპიტალის დირექტორმა, მალხაზ ურთქმელიძემ, დაურეკა და უთხრა, რომ სამედიცინო დაწესებულებას უნდა დაემშვიდობონ.

გათავისუფლებულებს შორის არიან გახარიას გუნდის გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, პაკო ივანიშვილის, დედა და მეუღლეც. ექთანს, რომელსაც კლინიკაში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს, შეატყობინეს, რომ  სამსახურიდან გაშვების მიზეზი მისი ქმრის საჯარო განცხადებები  გახდა.

გასათავისუფლებელი ხალხის შავი სია ადგილობრივი სუს-ის მაღალჩინოსანმა, ოთარ ნონიტაშვილმა, შეადგინა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულების შესახებ ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ მიაწოდა და ამის შემდეგ გადაწყდა, რამდენი მედიკოსი უნდა მოხვედრილი საკადრო წმენდაში.

უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები ახსნა-განმარტებებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან ელოდებიან და ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. მათ სამართლებრივ დახმარებას ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” გაუწევს.

ტვ პირველი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share