სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება და პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების არგამოყენება – საკითხს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ეხმაურება.
ამბობს, რომ მას მოლოდინი ჰქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებდა.
…იმ ფონზე, როდესაც კანონი მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით მაშინ, როცა მისი დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობდა და ვერ დასაბუთდა პარლამენტის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც გაუქმდა არცევითი თანამდებობა, რაც პრაქტიკულად სამართლებრივი ნონსენსია და ამაზე არსებობს არაერთი გადაწყვეტილება მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსი, სადაც არაკონსტიტუციურად იქნა ეს მიჩნეული, იმ ფონზე, როდესაც ე.წ. რეფორმის შემდეგ საქართველოში არ უმჯობსედება არც პერსონალურ მონაემთა დაცვის კანონმდებლობა და არც ამ ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის გარანტიები, იმ ფონზე, როდესაც ამას მოჰყვა ძალიან დიდი კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რა თქმა უნდა, მე მქონდა ლოგიკური მოლოდინი ვეტოსი, თუმცა რატომ არ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, პრინციპში, სრული ვადა იყო გამოყენებული ფიქრისათვის და ალბათ ამ კითხვის ადრესატი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტი, ვიდრე მე, – ამბობს ლონდა თოლორაია.