გიორგი გაბუნია „მთავარი არხის“ დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი იქნება

გიორგი გაბუნია „მთავარი არხის“ დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი იქნება – ინფორმაცია cnews-ს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაუდასტურა. გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა PF -ს მიშა სესიაშვილი წაიყვანს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „შაბათის მთავარის“ წამყვანი.

განცხადება გადაცემიდან წასვლის შესახებ გიორგი გაბუნიამ გასული წლის ბოლო PF-ში გააკეთა, რასაც სახელისუფლო მედია დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და გაბუნია არხიდან წასულად გამოაცხადა.

„მთავარი არხი“ ახალ სატელევიზიო სეზონს  განახლებული ბადით და პროექტებით იწყებს.

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share