რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს

გატაცებების სერია გრძელდება, ახალგორის რაიონში რუსეთის სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ბეჟიტაშვილი ნ. და 1980 წელს დაბადებული ელიზბარაშვილი კ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share