უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა. ამის შესახებ ლუდმილა დენისოვამ Facebook-ზე დაპოსტა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ, სახალხო დამცველთა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას გამოეხმაურა:
უკრაინის მოქალაქეს, რადას ნაციონალური რეფორმების კომიტეტის ხელძღვანელს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება. ეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმმა დადო.
მას პოსტტრამვული სტრესი და დეპრესია აქვს, რომლის მკურნალობას ციხეში შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. ექიმთა კონსილიუმმა დაადასტურა, რომ მკურნალობის მეთოდი, რომელშიც სახალხო დამცველი ცვლილების შეტანას დაჟინებით ითხოვდა, არ მომხდარა.
მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის კურსს გადის, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გარეშე მიმდინარეობს.
მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა, – წერს ლუდმილა დენისოვა.