“კლასიკური Fake News-ის შემთხვევაა” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე UNESCO-ს მიერ TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანაზე.
“სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი ტიპის Fake News-ები და წყარო ვინ არის, თავადაც კარგად მოგეხსენება” – ამბობს კობახიძე.