ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი და სატელევიზიო სახე, ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში, ლას ვეგასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას კიბო ჰქონდა.

მაყურებელი ლუი ანდერსონს საკულტო ანიმაციიდან “ცხოვრება ლუისთან ერთად” იცნობდა. მსახიობს ემის პრესტიჟული ჯილდო სამჯერ ჰქონდა მიღებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share