“ბოლო სამი ვიზიტის დროს ჩვენი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა არავინ”-კონსილიუმის წევრი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისევ საჭირო სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩება. მიხეილ სააკაშვილთან ექიმებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ. ვიზიტის უფლებას სახელმწიფო მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძესა და ალტერნატიული კონსილიუმის წევრებს არ აძლევს.

ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მათი რეკომენდაციები ბოლო 3 ვიზიტის დროს არცერთმა დაწესებულებამ არ გაითვალისწინა.

“ბოლო სამი ვიზიტის დროს ჩვენი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა არავინ, არც გორის საავადმყოფომ, არც მე-12 დაწესებულებამ რუსთავში, ამიტომ, თუ რაღაც რადიკალური ცვლილებები არ იქნება, ჩვენი იქ მისვლის აზრს ჩვენ ვეღარ ვხედავთ.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ენცეპალოპათიის ნიშნები არ ალაგებულა, და რაც მთავარია პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რაც მას აქვს, ამ კუთხით არანაირი მკურნალობა არ ჩატარებულა”, – ამბობს სახლახო დამცველის კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია. 

გამოქვეყნდა სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესის გაგრძელება რუსთავის საპატიმროში შეუძლებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share