ანტიკორუფციული მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და პრემიერის მეუღლისთვის, ნუნუკა თამაზაშვილისთვის გადაცემული ტყის თაობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. უწყებაში მათ შესაბამისი განცხადება დღეს შეიტანეს.
“ანტიკორუფციული სააგენტო ვალდებულია ყველა იმ ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ასახავს კორუფციას, დაიწყოს დაუყოვნებლივი გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომელი თანამდებობის პირს ეხება ეს, ჩინოვნიკს, თუ სხვა სახელმწიფო მოხელეს”, – ამბობს ვასო ურუშაძე.
მისივე თქმით, პრემიერი თანამდებობას პირადი კეთილდღეობისთვის ბოროტად იყენებს.
ცნობისთვის, ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტყე ღარიბაშვილის ცოლს 49 წლიანი იჯარით გადაეცა.