ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დღეს, ბაკურიანში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება, რა დროსაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის იჯარით გადაცემულ ტყის მონაკვეთის სანახავად მისულ ოპოზიციას, ადგილობრივები დახვდნენ და ტერიტორიაზე არ შეუშვეს. გრიგოლიას თქმით, ეს ადამიანები ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, გაურკვეველია, რა უნდა ყოფილიყო მათი მოტივაცია.
“არ ვიცით, ვიცინოთ თუ ვიტიროთ. მე ვერ წარმომიდგენია, ძალით თუ არ ხარ მიყვანილი, რატომ უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე და ხმამაღლა ღრიალით, ყვირილით დააფიქსირო ასეთი პოზიცია, რომ ძალიან კარგია, პრემიერის ცოლს რომ გადაეცა ტყე. ეს ტყე იმიტომ მიიწერთა ეზოზე, რომ უკეთ დაიცავსო. აბა რა უნდა თქვან ღარიბაშვილის დასაცავად სპეცდავალებით მიყვანილმა “გამპრავებლებმა”. ტყის იჯარით აღებაში პრობლემა არ არის. ერთ დღეს რომ მილიონ გაჭრვებულზე ლაპარაკობ და მეორე დღეს შენი კარ-მიდამო არ გყოფნის და ტყეს იერთებ, მერე ამის გაპრავებას ავალებ სხვებს, ჩემი აზრით, აი ეგაა პრობლემა”, – აღნიშნა გრიგოლიამ გადაცემის “რეაქცია” შესავალ სიტყვაში.