წუხელ ღამით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრის შენობიდან “ლიბერთი ბანკის” ბანკომატის გატეხვა სცადეს. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბაჩო ახალაძე ამბობს, ბანკომატის გატაცების მცდელობისას, უცნობი პირები ადგილობრივმა მცხოვრებმა შენიშნა, რის შემდეგადაც გამტაცებლებმა ბანკომატი ადგილზევე დატოვეს და მიიმალნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თანხა წაღებული არ არის.
“დღეს დამნაშავეები არიან კომფორტის ზონაში, რადგან პოლიცია უმოქმედოა. ეს უკვე კოხნარში მდებარე ბანკომატის გატანის და გატეხვის მეოთხე შემთხვევაა.”- აცხადებს ბაჩო ახალაძე.
ეს სოფელ კოხნარში ბანკომატზე თავდასხმის უკვე მეოთხე მცდელობაა. წინა შემთხვევებში გამტაცებლებმა ბანკომატი გატეხეს, იყო აფეთქების და თანხის წაღების შემთხვევებიც.