NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა “ეხო მასკვისთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და გააკეთა უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამაზე მთელი ალიანსი უპასუხებს:
“რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საპირისპიროს იწვევს და არა იმას, რაც რუსეთს სურს. რაც უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, მით უფრო მეტი NATO-ს ჯარისკაცი გადაინაცვლებს NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვენი ორგანიზაციის წევრების ტერიტორიაზე. ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში დონბასზე სამხედრო კონტროლის განხორციელებამდე აღმოსავლეთში ალიანსის კონტიგენტი არ გვყავდა. 2014 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენ განვათავსეთ ჯარისკაცები ჩვენს საზღვრებზე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ასევე, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცხადი იყოს, თუ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და გააკეთა უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ მთელი ალიანსი უპასუხებს,”-თქვა სტოლტენბერგმა.