არსებული ინფორმაციით, გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა.
ამასთან, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. დუხუვკით თბებოდა და ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.
ცხედრები ჯერჯერობით ბინიდან არ გადაუსვენებიათ.
რეზონანსი