ლანჩხუთელი ფალავანი, ვეტერანებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დავით თოდრია გარდაიცვალა.
“ამ წუთისოფლიდან მარადისობაში გადავიდა ჩემი მეგობარი, ჩემი გურული ძმა დათო თოდრია. შეუდარებელი მეუღლე, მამა, ბაბუა და მეგობარი, ყველას პატრონი, გვერდში მდგომი, ხელშემწყობი. როცა ბაგებში ავიდოდი, აზა გემრიელობებს მოგვიმზადებდა, დათო კი ჩემთვის გადანახულ წითელი ღვინოს გამოიტანდა და მილეთის ამბებზე ვსაუბრობდით… ღონდ ვერაფრით ვთანხმდებოდით, გურია უფრო ლამაზი იყო თუ სამეგრელო, არადა სიძე და სამი შვილიშვილი გულიანი მეგრელები არიან. ერთხელაც დავთქვით, აზასთან ერთად მოგველოცა და მერე გადაგვეწყვიტა… ჩემს ყველა წამოწყებას მხარს უჭერდა, მორალურადაც და მატერიალურადაც. ახალი წელი მომილოცა, მითხრა ეს დღეები გადაივლის, ამოდი და ვიქეიფოთო… გზები რომ გაიხსნება, როგორც ადრე, იერუსალიმი მოვილოცოთო, აზას დავპირდი და შენც წამოდიო… იყო ქართულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. კარგი მონარდე, დათო აქტიურად მონაწილეობდა გოგი ბუკიას სახელობის ნარდის საერთაშორისო ტურნირებში… სიტყვებს ვერ ვპოულობ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ დათოზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ილოცე ჩვენთვის, მეგობარო, ზეციურ საქართველოში, აქ კი ჩვენთვის ყოველთვის მეგობრად და კარგ გურულად დარჩები.. ნათელში იყავ.” – ასე ემშვიდობება სახელოვან სპორტსმენს მეგობარი დარეჯან კვარაცხელია.
წყარო : გურია თუდეი