განსაკუთრებული პირობები “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის – კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ თბილისის მერია მშენებლობის ნებართვებს თვალდახუჭული გასცემს იმ პირებისთვის, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული ან მათი გუნდის წევრები არიან.
ბესო დონაძის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი ვასილ ჩიგოგიძეა, რომელიც გლდანის გამგეობასთან ახლოს სახლს იშენებს, თუმცა ირკვევა, რომ ფართი დისშვილზე გადააფორმა.
ოფიციალური დოკუმენტებით, კომპანიია “ტერასა გრინ თაუერის” 50%-იანი წილის მფლობელი, რომელიც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს იშენებს ჩიგოგიძის დისშვილია, თუმცა დონაძე ამბობს, რომ ის ფიქტიური მფლბელია, მშენებლობის უკან კი ვასილ ჩიგოგიძე დგას.
“კორპუსს ვასილ ჩიგოგიძე აშენებს, უბრალოდ ეს ყველაფერი მის დისშვილზეა გაფორმებული. მისი დისშვილი ფლობს ფიქტიურ წილს იმ კომპანიაში, რომელიც ამ კორპუსის დამკვეთია.
დედაქალაქის მერიაში დამკვიდრებულია წესი, რომ თუ არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული, ან მათი ბიზნესპარტნიორია, ასეთ ადამიანებს თბილისში ყველაფრის უფლება ეძლევათ. მათ აქვთ უფლება ააშენონ რაც უნდათ და სადაც უნდათ”- აცხადებს დონაძე.
წყარო : ტვ პირველი