Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა – 1 734, იმერეთი – 1 740, ქვემო ქართლი – 661, შიდა ქართლი – 554, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640, კახეთი – 206, მცხეთა-მთიანეთი – 136, სამცხე-ჯავახეთი – 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი.